მატიას დე ლიხტის იუვენტუსში ყოფნის პერიოდი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება - ნიდერლანდელი მცველი იტალიურ კლუბს დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.
3 კლუბი, რომელიც 22 წლის მცველის დამატების ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს - ჩელსი, ბარსელონა და ბაიერნი არიან. თუ იგივე წყაროებს დავუჯერებთ, ბაიერნს დე ლიხტის დამატების ყველაზე დიდი შანსი აქვს, რადგან ფეხბურთელი კლუბის სამომავლო პროექტით და ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილია.
გარდა ამისა, ბაიერნის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამზიჩი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ამ ტრანსფერით ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია. ნიდერლანდელი მცველი ბაიერნში გადმოსვლასთან 2019 წელს ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი ბოლო წუთებში ჩაიშალა.
ცნობისთვის, დე ლიხტმა იუვენტუსის მაისური მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში მოირგო და თავის გამოჩენა 1 გოლით მოახერხა - გერმანული Transfermarkt-ი ფეხბურთელს 65 მილიონ ევროდ აფასებს.