მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კლუბში მის მიერ გაწეული სამუშაო და პირველი წელიწადი შეაფასა:
'საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან გუნდში არსებობს პოტენციალი.
მე ყოველთვის ვცდილობ გაწეული სამუშაოები კრიტიკულად შევაფასო. მჯერა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა კიდევ უფრო უკეთესი ქინება, თუმცა იღბალიც საჭიროა, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგაზე - ვიმედოვნებთ, რომ ყველა მოთამაშე აღნიშნული მატჩებისთვის კარგ ფიზიკურ კონდიციებში იქნება', - განაცხადა ნაგელსმანმა.