როგორც უკვე მოგახსენეთ, ლონდონის ჩელსის ცენტრალურმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა უახლოეს მომავალში შესაძლოა ინგლისური კლუბი დატოვოს.
25 წლის ფეხბურთელის გადაბირებით მიუნხენის ბაიერნი სერიოზულადაა დაინტერესებული და თუ გერმანულ მედიას დავუჯერებთ, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა დეკემბრის თვეში ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა და ინტერესის შესახებ ამცნო.
კრისტენსენს კარიერის გაგრძელების კიდევ 2 ვარიანტი აქვს - ბარსელონას და დორტმუნდის სახით, თუმცა ფეხბურთელი ჩელსიში დარჩენასაც არ გამორიცხავს.
ცნობისთვის, დანიელი მცველი ყოველწლიურად ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს.