პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თახმად, ბაიერნის და ბარსელონას ამჟამინდელ ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა სერიოზულად დაიძაბა.
საქმე იმაშია, რომ ბარსელონას პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, მიუნხენური კლუბის ბოსების საქციელი არ მოეწონა - რეკორდმაისტერი ცოტა ხნის წინ კატალონიელთა ამომავალი ვარსკვლავის, პედრი გონსალესის დამატებას გეგმავდა.
კლუბმა ფეხბურთელთან კონტაქტი ბარსელონას გვერდის ავლით დაამყარა და მოლაპარაკებებსაც აწარამოებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შესაძლო ტრანსფერის შესახებ ბარსელონამ არაფერი იცოდა და ბაიერნის ამგვარი ჟესტი არაკეთილსინდისიერად მიიჩნიეს.
სწორედ ამიტომ, კლუბმა პედრის გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდი ევრო დაადო, რადგან სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები თავიდან აირიდონ.
თავის მხრივ, ბარსელონამ ბაიერნს პასუხი ნიკლას ზულესადმი ინტერესის გამოჩენით უპასუხა - გერმანელ მცველს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ესპანური გუნდი მის დამატებას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეცდება.
საბოლოო ჯამში, ამ ორი კლუბის ბოსების ურთიერთობა უარესობისკენ შეიცვალა.