მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანკ რიბერიმ ლეროი სანეზე ისაუბრა:
'სანე ჯერ ახალგაზრდაა და მას ბევრი წარმატება ელის წინ, ის ძალიან ნიჭიერი და მონდომებულია - ასეთი ფეხბურთელები ხშირ შემთხვევაში თამაშის მაღალ დონეს აღწევენ.
რაც შეეხება კომანს და გნაბრის, ისინი უფრო დიდი ხანია რაც გუნდში არიან და უკეთესად იციან მწვრთნელის ფილოსოფია, ვიდრე სანემ.
ლეროი მიუნხენში მანჩესტერ სიტიდან გადმოვიდა, რომელიც ასევე დიდებული კლუბია. მან იქ დაამტკიცა, რომ მარტივად შეუძლია კომუნიკაციის დაძლევა, თუმცა ფეხბურთი არარის მარტივი სპორტი.
სანეს კარგად ესმის, რომ ბაიერნშიც სერიოზული კონკურენციაა - გუნდში ყველა ვინგერმა ერთმანეთი მაქსიმალურად უნდა შეავსონ', - განაცხადა რიბერიმ.