დღეს, ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰერტას დაუპირისპირდა და მეტოქე 1:4 გაანადგურა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან მანუელ ნოიერმა ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო თემასაც შეეხო.
.... ჰერტასთან გამარჯვებაზე: 'მეტოქე ცოტათი დაღლილი იყო გერმანიის თასზე ნათამაშები შეხვედრის გამო - ჩვენ თავიდანვე მათზე ზეწოლა და 'თამაშის ჩაშლა' გვსურდა. მატჩისწინა ფინალურ ვარჯიშზე ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ საფინალო დარტყმებზე, სამწუხაროდ დღეს ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ.'
... კონტრაქტის გახანგრძლივებაზე: 'ამჟამინდეილ სიტუაცია შემდეგია - ჩემი კონტრაქტი 2023 წლამდე ძალაშია და თავს მშვენივრად ვგრძნობ - სხვას ვერაფერს გეტყვით.'
... ალფონსო დევისი არ ყოფნაზე: 'ფონზი გვაკლია, მაგრამ კარგი შემადგენლობა გვყავს. მნიშვნელოვან თამაშებში ყველა ფეხბურთელის იმედი უდნა გვქონდეს'