მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა ჟურნალისტებთან საუბრისას იანვრის სატრანსფერო პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაიერნი ზამთრისთვის ტრანსფერებს არ გეგმავს.
'მიმაჩნია, რომ ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ვერ ვხედავ იმის მიზეზს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ტრანსფერები განვახორციელოთ', - განაცხადა ჰაინერმა.
ასევე: "ახალი კონტრაქტი ლევანდოვსკის?", - ჰერბეტ ჰაინერის პასუხი ჟურნალისტებს