დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ამ დროისთვის მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:
'ვინ არის 3 საუკეთესო? ეს კარგი კითხვაა - პირველ რიგში, ლევანდოვსკი უნდა ვთქვა, ის ნომერ პირველია.
შემდეგ მოდის ბენზემა, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, ასევე წარმოუდგენელი წელი ჰქონდა ლიონელ მესისაც. შესაბამისად, ეს ორი იყოს მეორე ადგილს', - განაცხადა ჰოლანდმა.
ცნობისთვის, 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე პირველი ადგილი მესიმ დაიკავა, მეორეზე ლევანდოვსკი გაივდა, ხოლო რეალ მადრიდის ფორვარდი, კარიმ ბენზემა მეოთხე ადგილს დასჯერდა.