როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკლას ზულე ზაფხულში ბაიერნს დატოვებს და 4-წლიანი კონტრაქტით დორტმუნდის ბორუსიას შეუერთდება.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზულემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიერნში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა:
'ბაიერნთან ერთად ძალიან წარმატებული დრო გავატარე, აქ მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მსურს, რომ დარჩენილ თვეებში ამ დიდებულ თანაგუნდელებთან და გამორჩეულ მწვრთნელთან ერთად კიდევ მოვიგო ტიტულები', - განაცხადა ზულემ.
მოგვიანებით, გერმანელმა მცველმა საკუთარი გადაწყვეტილებაც ახსნა:
'ისეთი განცდა მქონდა, რომ მათ როგორც ფეხბურთელი და ასევე, როგორც პიროვნება ვჭირდებოდი. შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმაც, რომ რამდენაც ძლიერად ცდილობდნენ ისინი ჩემს დამატებას, მალევე მივხვდი თუ სად მსურდა მომავალში კარიერის გაგრძელება.
ბოლო დღეები და კვირეები ბევრს ლაპარაკობდნენ ჩემზე და იმის ვარაუდოზე, თუ რისი გაკეთება მსურდა მომავალში და რატომ. დორტმუნდშიც გადასვლა რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტე', - დაამატა 26 წლის მცველმა.