როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკლას ზულე ზაფხულში ბაიერნს დატოვებს და 4-წლიანი კონტრაქტით დორტმუნდის ბორუსიას შეუერთდება.
გერმანელი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებაზე, ბაიერნის ყოფილმა თავკაცმა, ჰანს ფლიკმა ისაუბრა:
'დორტმუნდი ზულეს დამატებას ძალიან ცდილობდა, ვფიქრობ ბუნდესლიგისთვის ეს კარგი ნაბიჯია, რადგან გუნდებს შორის არსებული კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.
ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ ბუნდესლიგის გამო და ცხადია ზულეს გამოც. მისი სათამაშო ხარისხი ამ ჩემპიონატისთვის ძალიან კარგია', - განაცხადა ფლიკმა.
როგორც გერმანული მედია ირწმუნება, გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე, გარკვეული სახის რჩევები ზულემ ჰანს ფლიკიდანაც მიიღო.