არსებობს მოსაზრება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" გოლების მანქანა პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის "რეალში" გადავა.
ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS იუწყება, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფორვარდმა კარიერის უკანასკნელი წლები "ბლანკოსის" შემადგენლობაში გაატაროს. პოლონელ ფეხბურთელს "ალიანს არენის" დატოვება სურს თავის აგენტებს კი განუცხადა, რომ პრიორიტეტი "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშია.
ტრანსფერი განხორციელებას დიდი ალბათობა იმ შემთხვევაში ექნება თუ მადრიდელები ერლინგ ჰალანდს არ ან ვერ შეიძენენ. მაშინ ლევანდოვსკი "რეალის" სათადარიგო გეგმა იქნება.
შეგახსენებთ, ლევანდოვსკის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.