ლონდონის ჩელსის ცენტრალურმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა შესაძლოა კარიერა მიუნხენის ბაიერნში გააგრძელოს.
ბაიერნის და ფეხბურთელის წარმომადგენლებმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართეს, თუმცა დანიელ ფეხბურთლს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
როგორც ბრიტანული გამოცემები ირწმუნებიან, ლონდონის ჩელსი და კრისტენსენი ახალ კოტნრაქტზე მოლაპარაკებებს ამ დრომდე ვერ ახერხებენ - ფეხბურთელს ყოველწლიურად ხელფასის სახით 10-12 მილიონი სურს (ბონუსების ჩათვლით), არისტოკრატები კი მსგავს წინადადებაზე თანახმა არ არიან.
თავის მხრივ, უკვე ცნობილი გახდა, რომ ზაფხულში ბაიერნს გერმანელი ცენტრალური მცველი, ნიკლას ზულე თავისუფალი აგენტსის სტატუსით დატოვებს და დორტმუნდის ბორუსიაში გადაბარგდება, ცხადია მიუნხენელები 26 წლის მცველის შემცვლელს აქტიურად ეძებენ და ერთ-ერთ მთავრ კანდიდატად კრისტენსენს განიხილავენ.
ცნობისთვის, კრისტენსენმა მიმდინარე სეზონში ჩელსის მაისური 23 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით მოახერხა.