ხვალ, ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნის სტუმრად ბოხუმს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, იულიან ნაგელსმანმა მეტოქე გუნდზე ისაუბრა:
'ბოხუმი სტაბილური გუნდია, რომელსაც 'მკაფიოდ გასაგები' სათამაშო სტილი აქვს. ამ შეხვედრისთვის, მანუელ რიმანი (ბოხუმის მეკარე) არ იქნება ხელმისაწვდომი და ეს სათამაშო სურათს გარკვეულწილად ცვლის.
ჩვენი მოწინააღმდეგე ისეთი გუნდია, რომელიც ხშირად ეძებს სივრცეებს დაცვის უკან. ჩვენი ხვალინდელი ამოცანა კი იქნება, რომ მათ ეს სივრცეები არ შევუქმნათ', - განაცხადა ახალგაზრდა სპეციალისტმა.
ცნობისთვის, 21 ტურის შემდეგ, ბაიერნი ბუნდესლიგას ერთპიროვნულად, 52 ქულით ლიდერობს. ხოლო რაც შეეხება ბოხუმს, ისინი 25 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ.