ლეონც გორეცკას გამოჯანმრთელების პროცესმა სტაგნაცია განიცადა - ბაიერნის მოთამაშეს კვლავ მუხლის ტკვილი აქვს - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Kicker-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელს მუხლის პრობლემები თითქმის თორმეტი თვეა რაც აწუხებს, მისი დისკომფორტის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია, ამიტომაც ოპერაცია გამორიცხულია, რადგან მას არანაირი აზრი არ ექნება.
ასე რომ, გორეცკას რეაბილიტაციის გრაფიკი, რომელიც 3 კვირაზე იყო გათვლილი, გაგრძელდება. ამ დრომდე კონკრეტული თარიღის დასახელბა, თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს შეუძლებელია.
ბოლოს გერმანელი შუახაზელი მოედანზე 2021 წლის 4 დეკემბერს, დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩში ვიხილეთ, თუმცა იქაც არასრული, 64 წუთი ითამაშა.