ევროლიგამ, ბაიერნის საკალათბურთო გუნდის თამაში მოსკოვის ცსკასთან, რომელიც ხუთშაბათს უნდა გამართულიყო გააუქმა.
ბაიერნის საკალათბურთო გუნდის მმართველმა დირექტორმა და კლუბის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა თამაშის გადადების მოთხოვნაზე განაცხადი შეიტანეს, რადგან მათივე განცხადებით, რუსეთი საერთაშორისო სამართალს აშკარად არღვევს.
'ბაიერნი მიესალმება ევროლიგის ამ სწორ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე', - განაცხადა ჰაინერმა.