მოგეხსენებათ, გუშინ გამთენიისას რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი ქმედებები დაიწყო.
აღნიშნულ ფაქტს მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანიც გამოეხმაურა:
'შოკირებული ვარ და მეშინია იმის, რაც ხდება ქვეყანაში, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ ვთამაშობდით.
რა თქმა უნდა ვგმობ ომს. ახლა ადვილი არ არის ფეხბურთზე საუბარი. ცხადია ვფიქრობთ შედეგებზე, რასაც ეს ომი უკრაინელი ხალხისთვის მოიტანს', - განაცხადა ნაგელსმანმა.