მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა და ამჯამად იტალიური სალერნიტანას შემტევმა, ფრანკ რიბერიმ კარიერის შესაძლო დასრულებაზე და მომდევნო საქმიანობაზე გააკეთა კომენტარი:
'კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობა მსურს. ძალიან მომწონს კარლო ანჩელოტი როგორც პიროვნება, მისი მუშაობა და აზროვნება.
ასევე ძალიან მომწონს ჰაინკესიც, რომელთან ერთადაც 2013 წელს ყველაფერი მოვიგე', - განაცხადა რიბერიმ.