დღეს, ბუნდესლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად აინტრახტს დაუპირისპირდა და მეტოქე ლეროი სანეს ერთადერთი გოლის წყალობით, 0:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, რობერტ ლევანდოვსკი უკრაინის დროშის ფერების სამკლაურით გამოვიდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
'დღეს დილით გადავწყვიტე უკრაინული სამკლაურის გაკეთება, რადგან ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მიუღებელია მთელი მსოფლიოსთვის.
ჩვენ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. არ მეგონა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა, ეს ყოველივე ძალიან მტკივნეულია', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.