მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ Téléfoot-თან მიცემულ ინტერვიუში კარიერის შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა:
'კიდევ მრავალი წელი მინდა ვითამაშო ფეხბურთი, სულ მცირე ხუთი წელი! თუ თამაშის ხარისხს მოვუკლებ, შესაძლოა პენსიაზე 2 წელშიც გავიდე, მაგრამ ჯერ ადრეა', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ცნობისთვის, 33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისური 33 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 39 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა.