მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ Téléfoot-თან მიცემულ ინტერვიუში პსჟ-ს ინტერესზე და შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:
'ბაიერნთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 2023 წლამდე მაკავშირებს. ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ცნობისთვის, 33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისური 33 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 39 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა.