მოგეხსენებათ, ზულეს დორტმუნდში ტრანსფერის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი აქტიურად ეძებს გემრანელი მცველის შემცვლელს. ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ლონდონის ჩელსის დანიელი მცველი, ანდრეას კრისტენსენი სახელდება.
25 წლის მცველის კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს ეწურება, პარალელურად ფეხბურთელი და ჩელსი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ, რაც ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.
მიმდინარე სეზონში კრისტესენმა პრემიერ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, მის სახელს ბარსელონასაც აქტიურად უკავშირებენ.