როგორც უკვე მოგეხსენებათ, გერმანიის საფეხბურთო ლიგას, რუსულ კომპანია Match TV-სთან გაფორმებული აქვს კონტრაქტი, რისი წყალობითაც, ბუნდესლიგის მატჩები რუსეთის ფედერაციაშიც გადაიცემა.
დღეს გაირკვა, რომ Match TV-სთან არსებული კონტრაქტი არ შეწყდება, მიზეზად კი ის სახელდება, რომ გერმანიის სტადიონებიდან ომის საწინააღმდეგო და მშვიდობისკენ მოწოდებები რუს ხალხამდეც მივიდეს.