მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ფეხბურთელები არ დაუმატებია, ამის მიზეზად კი ის სახელდებოდა, რომ გერმანული კლუბი ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრისთვის ზოგავდა თანხებს.
გერმანული გამოცემების მტკიცებით, ბაიერნის ხელმძღვანელობა ზაფხულისთვის დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, იგივე წყაროებს თუ დავუჯერებთ, რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი და კლუბის ხელმძღვანელობა აღნიშნულ საკითხზე უკვე შეთანხმდნენ.
ბაიერნს დაცვის გასაძლიერებლად რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში სერიოზული წინსვლა არ შეიმჩნევა.