როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნი და გნაბრი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ, გერმანელ ვინგერს მიუნხენურ გრანდთან არსებული კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
Bild-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გნაბრი ბაიერნის გაყიდვას გადაწყვეტს, მის შემცვლელს, აიაქსიდან მოიყვანენ, კერძოდ, რეკორდმაისტერი ბრაზილიელი შემტევის, ანტონის გადაბირებას შეეცდება.
როგორც წყარო ირწმუნება, გნაბრი ყოველწლიურად ხელფასის სახით 15-20 მილიონ ევროს ითხოვს, იმდენივეს, რამდენსაც ლეროი სანე და კინგსლი კომანი გამოიმუშავებენ.