ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ზალცბურგის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების (7:1) შედეგად, ბაიერნმა უეფასგან, დამატებით 10,6 მილიონი ევრო მიიღო. ჯამურად, გერმანული კლუბის შემოსავალი მიმდინარე გათამაშებაში დაახლოებით 89 მილიონ ევროს შეადგენს.
ეს კი მხოლოდ უეფასგან მიღებული პრემიებია. გარდა ამისა, ნაგელსმანის გუნდმა სატელევიზიო ბაზრის ფონდიდანაც მიიღო სოლიდური თანხა, ზუსტი ციფრები არ სახელდება, თუმცა საუბარია ორნიშნა მილიონიან თანხაზე.
ცნობისთვის, გუშინ ბაიერნმა ზალცბურგი საკუთარ არენაზე 7:1 გაანადგურა და ორი მატჩის ჯამში, მეტოქე 8:2 დაამარცხა.