შაბათს, ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება.
მატჩამდე რამოდენიმე დღით ადრე, მასპინძელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სებასტიან ჰიონესმა აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა:
'ცხადია, ყოველთვის გამარჯვებაზე ვფიქრობთ, არააქვს მნიშვნელობა ჩვენი მეტოქე ბაიერნი იქნება თუ სხვა ნებისმიერი გუნდი. ზალცბურგთან მოგებული 7:1 მატჩის შემდეგ, მიუნხენელებმა სერიოზული განაცხადი გააკეთეს...
ეს იქნება თამაში, რომელშიც ბევრი რამ დასაკარგი არ გვექნება. ბაიერნის თამაშის ანალიზის დროს აღმოვაჩინეთ, რომ არის ადგილები, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ამ მომენტების გამოსაყენებლად, ცოტაოდენი იღბალი დაგვჭირდება', - განაცხადა ჰიონესმა.