მოგეხსენებათ, ფიფა-მ ფეხბურთელებს რუსეთის დროებით დატოვების ნება მისცა - გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ქვეყნის დატოვება უკვე შეუძლიათ, მათი დამატება კი ნებისმიერ მსურველ გუნდს შეეეძლება, იგივე ვრცელდება უკრაინაზეც.
წესების თანახმად, თუ ფეხბურთელი დროზე ადრე გაწყვეტს ცალმხრივად რუსულ კლუბთან კონტრაქტს, კონტრაქტი 30 ივნისამდე იქნება ანულირებული.
გერმანული გამოცემა Bild-ის მტკიცებით, რუსეთში და უკრაინაში მოთამაშე წარმატებული ლეგიონერების დიდი ნაწილი ბუნდესლიგისკენ მოემართება, როგორც თავისუფალი აგენტები.
სიაში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, როგორებიცაა: ქვინსი პრომესი, დევიდ ნერეში, მალკომი, ტეტე და დოდო.
წყარო ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებს იმ გუნდების ვინაობას, თუ სად შეიძლება გადავიდნენ ზემოთხსენებული მოთამაშეები.