მიუნხენის ბაიერნსი ყოფილი ნახევარმცველი, შტეფან ეფენბერგი ყოფილ კლუბს რობერტ ლევანდოვსკის შენარჩუნებას და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ურჩევს:
'სახიფათო სიტუაციაა... თუ ბაიერნისთვის ჰოლანდი იქნება გეგმა A და ლევანდოვსკი გეგმა B, ამას ლევანდოვსკი არასდროს დაივიწყებს.
მე მაინც ვვარაუდობ, რომ ბაიერნსა და ლევანდოვსკის შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება, მაგრამ ამასთან ისიც უნდა გვესმოდეს, რომ თუ ლევანდოვსკი 2023 წელს კლუბიდან იმის გამო წავა, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად გაჭიანურდა, აღნიშნული სიტუაცია პასუხისმგებელ პირებზე კარგად არ აისახება.
მეტიც, თუ ბაიერნი ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ეცდება, ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება. ამას ვერავინ გაიგებს, ვერც გულშემატკივრები. ბაიერნმა ლევანდოვსკის საკითხი არაუგვიანეს ზაფხულამდე უნდა გადაწყვიტოს', - განაცხარა ეფენბერგმა.
ცნობისთვის, პოლონელ ფორვარდს მოქმედი ხელშეკრულება ბაიერნთან 2023 წლამდე აკავშირებს.