მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკის და ბაიერნს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.
პოლონეთის დამატებით, მანჩესტერ იუნაიტედი არის დაინტერესებული - Bild-ის ინფორამციით, ინგლისურ კლუბს სურს პირველი იყოს, ვინც პოლონელ ფორვარდს შეთავაზებას გაუკეთებს, იმ შემთხვევისთვის, თუ ის ბაიერნიდან წამოსვლას გადაწყვეტს.
წყაროს მტკიცებით, ლევანდოვსკი და მისი გარემოცვა გაკვირვებულია, რომ ბაიერნს ამ საკითხზე მასთან მუშამობა ამ დრომდე არ დაუწყია, ლევანდოვსკის სურვილია, აღნიშნული სიტუაცია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე გაირკვეს.
ცნობისთვის, პოლონელ ფორვარდს მოქმედი ხელშეკრულება ბაიერნთან 2023 წლამდე აკავშირებს.