ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში მატჩის 32-ე წუთზე, კრისტოფ ბაუმგარტნერმა გახსნა, რასაც პირველი ტაიმის მიწურულს, რობერტ ლევანდოვსკიმ უპასუხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნული შეხვედრა ჟურნალისტებთან მანუელ ნოიერმაც შეაფასა:
'ვფიქრობ, უფრო მეტი საგოლე შანსი გვქონდა, ვიდრე ჰოფენჰაიმს. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, რომ სახლში 3 ქულით არ ვბრუნდებით.
იღბალი დღეს ჩვენს მხარეს არ იყო, თუნდაც თამაშგარეს სიტუაციები რომ ავიღოთ მაგალითად - მაყურებლისთვის კარგი თამაში იყო', - განაცხადა ნოიერმა.