ჩელსის თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი 2019 წელს, ბაიერნში გადასვლასთან ახლოს იყო...
გერმანელ ფორვარდს ლაიპციგთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურებოდა და ახალ კლუბს ეძებდა, სადაც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდოდა.
2018/19 წლების სეზონის მიმდინარეობისას, მან ბაიერნთან წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა. როგორც გაირკვა, თავად ფეხბურთელს მიუნხენურ კლუბში გადასვლა არ უნდოდა, მაგრამ აგენტმა, კარლ-ჰანც ფერსტერმა ტრანსფერზე დაინთახმა.
მოგვიანებით, ვერნერმა შეიტყო, რომ ბაიერნის იმჟამინდელი მთავრი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი და სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამზიჩი მისი დამატებით დაინტერესებულნი არ იყვნნე, ტრანსფერს კი ბაიერნის იმდროინდელი პრეზიდენტი, ული ჰიონესი ითხოვდა.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, 25 წლის ფორვარდმა ლაიპციგთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - იტყობინება გერმანული Der Spiegel.