მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ჩემპიონთა ლიგაზე და ბაიერნის პოტენციურ ფინანსურ ხარჯებზე ისაუბრა:
'ჩვენ გვინდა მსოფლიო დონის ფეხბურთი ვარსკვლავების და ახალგაზრდების შერწყმით ვაჩვენოთ. ბუნდესლიგის ზედიზედ მეათედ მოგება რაღაც განსაკუთრებული იქნება..
ევროთასებზეც გსვურს წარმატებულად გამოსვლა და დარწმუნებული ვარ, რომ ამის კარგი შანსი გვექნება. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა და უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ განვკარგოთ თანხები ეკონომიკურად, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
ბაიერნის ამ შემადგენლობას ლიგაზე წარმატების მიღწევა შეუძლია, წარმატების კულტურა ხომ ჩვენი უპირატესობაა. მაგალითად პსჟ - ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჯერაც არ მოუგიათ', - განაცხადა კანმა.
ცნობისთვის, 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბაიერნმა სწორედ პსჟ 1:0 დაამარცხა.