ოთხშაბათს გამართულ გუნდურ ვარჯიშზე, ბაიერნის მცველს, ნიკლას ზულეს ბარძაყის დაჭიმულობა დაუდგინდა, რის გამოც მოედანს რამდენიმე კვირთ ჩამოშორდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანელი მცველის თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისთვის საეჭვოა. წინასწარი ვარაუდებით, ზულე 3-4 კვირას იუქმებს.