გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბერლინის "უნიონს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
"რეკორდმაისტერის" მხრიდან დუბლის გაფორმება მოახერხა რობერტ ლევადნოვსკიმ. მას უკვე 31 გოლი დაუგროვდა მიმდინარე სეზონში, რითაც რეკორდის დამყარება შეძლო.
კერძოდ, პოლონელს უკვე ზედიზედ 5 სეზონია რაც ბუნდესლიგაში 30 ან მეტი გოლი გააქვს. მსგავსი შედეგი ისტორიაში მხოლოდ გერდ მიულერს აქვს.
გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Whoscored-ის ვერსიით.
*კიმიხი - 7.7 რეიტინგი.