გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში ბერლინის "უნიონი" გაანადგურა - 4:0.
"რეკორდმაისტერის" მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე მანუელ ნოიერმა.
აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანმა დღევანდელი გამარჯვებით მორიგი ბრწყინვალე რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, ნოიერს უკვე 311 გამარჯვება დაუგროვდა ბუნდესლიგაში, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამ დრომდე ხსნენებულ რეკორდს ის ოლივერ კანთან ერთად ინაწილებდა.