მიუნხენური კლუბის ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, "რეკორდმაისტერი" გააკრიტიკა.
"კაი ჰავერტცი ახლა "ბაიერნის" წევრი უნდა იყოს. მიუნხენელებს სამციფრა წინადადება რომ გაემზადებინათ, ის ახლა ლევერკუზენში არ იქნებოდა.
მომდევნო წელს კი კონკურენცია სერიოზულად გაიზრდება, ვინაიდან საქმეში "ბარსელონაც" ჩაერთვება. თუმცა ეს სიტუაცია თავად კაისთვის უკეთესიც არის.
ჰავერტცს ჩემპიონთა ლიგაზეც მიეცემა თავის წარმოჩენის შანსი", - განაცხადა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელმა.
20 წლის კაი ჰავერტცი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია, რომელსაც "ბაიერნი" სერიოზულად აკვირდება, მაგრამ მის ტრანსფერს სამომავლოდ განიხილავს.
ჰავერტცმა გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 42 თამაშში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.