მას შემდეგ, რაც რომელუ ლუკაკუ ინტერიდან ლონდონის ჩელსის შეუერთდა, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
'ძალიან გახარებულები ვართ, რომ ლუკაკუ დავიბრუნდეთ. ის გუნდითვის შესანიშნავი დანამატია. რომელუ თავმდაბალი ბიჭია, ის ნამდვილი გუნდური მოთამაშეა, ინტერში ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, თავად მოინდომება კარიერის ჩელსიში გაგრძელება.'
რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში, გერმანელმა სპეციალისტმა ჰოლანდის ლევანდოვსკის შესაძლო გადმოსვლაზეც იხუმრა:
'ვცადეთ, ლუკაკუსთან ერთად ჰოლანდიც დაგვემატებინა. ასევე გვსურდა, რომ ათიანის ადგილი ლევანდოვსკის დაეკავებინა. სამწუხაროდ, ხელმძღვანელობამ არ მოგვისმინა და ამჟამად მხოლოდ ლუკაკუ გვყავს.' - განაცხადა ტუხელმა.
შეგახსენებთ, ჩელსის 28 წლის ბელგიელის ტრანსფერი 115 მილიონი ევრო დაუჯდა.