მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აიაქსის ნახევარმცველმა, რაიან გრავენბერხმა სეზონის ბოლოს შესაძლოა გუნდი შეიცვალოს და მისი დამატების ყველაზე დიდი შანსი ბაიერნს აქვს.
გერმანული გრანდის ინტერესზე დღეს თავად 19 წლის ნიდერლანდელმაც ისაუბრა:
"დიახ, რა თქმა უნდა ინტერესი არის, ამის შესახებ თქვენ დღეს ყველგან წაიკითხავდით... მაგრამ ვფიქრობ, რომ ბაიერნის გარდა კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
ამ საკითხს მამაჩემს და ჩემს აგენტებს მივანდობ. უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა და სულ ეს არის. როცა ფიფას ვთამაშობ, ყოველთვის კონკრეტულ გუნდებს ვირჩევ და ბაიერნიც ერთ-ერთი მათგანია. ბაიერნი დიდებული კლუბია", - განაცხადა გრავენბერხმა.