ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა ევროპულ ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა.
ათეულში მერვე ადგილს, მიუნხენის ბაიერნის გერმანელი მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი იკავებს.
ცნობისთვის, ანზღაურება ითვალისწინებს ყოველთვიურ შემოსავალს:
1. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) - 3,33 მლნ ევრო
2. პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) - 1,89 მლნ ევრო
3. იურგენ კლოპი (ლივერპული) - 1,49 მლნ ევრო
4. ანტონიო კონტე (ტოტენჰემი) - 1,49 მლნ ევრო
5. მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი) - 1,17 მლნ ევრო
6. კარლო ანჩელოტი (რეალი) - 910 ათასი ევრო
7. ჟოზე მოურინიო (რომა) - 770 ათასი ევრო
8. იულიან ნაგელსმანი (ბაიერნი) - 666 ათასი ევრო
9. სიმონე ინძაგი (ინტერი) - 620 ათასი ევრო
10. მარსელო გარსია ტორალია (ბილბაო) - 500 ათასი ევრო