როგორც გერმანული მედია ირწმუნება, მიუნხენის ბაიერნი ზაფხულში მარსელ ზაბიცერის თაობაზე ყველანაირ შემოთავაზებას განიხილავს.
ფეხბურთელის და მისი გარემოცვის გასაკვირად, ზაბიცერი ნაგელსმანის სათამაშო სქემას ვერ მოერგო, ამიტომაც კლუბის მის გაყიდვას განიხილავს.
ცნობისთვის, ზაბიცერი ბაიერნს 2021 წლის 30 აგვისტოს შეუერტდა - 27 წლის ავსტრიელმა ნახევარმცველმა ამ დროის განმავლობაში, მიუნხენური კლუბის მაისურით 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა ვერც გოლითა და ვერც საგოლე გადაცემით ვერ მოახერხა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზაბიცერმა ჯამურად 871 წუთი ითამაშა.