მილანის და შვედეთის ნაკრების ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა:
"ეს ჯილდოები პოლიტიკურია - მათ ბატონი სრულყოფილება სჭირდებათ, თუ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ და იმას იტყვი რაც გინდა, მსგავს ჯილდოებს ვერ მიიღებ.
ადვილია მისი მინიჭება ვინმე ისეთისთვის, ვინც "კარგი ტიპია" - პირადად ჩემთვის, ეს არაფერს ცვლის. ეს მე არ მაქცევს უკეთესს ან უარესს ფეხბურთელად", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, ლიონელ მესიმ ლევანდოვსკის აჯობა და კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთს დაეუფლა.