მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერებს: ტომას მიულერს, მანუელ ნოიერს და რობერტ ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ უთანხმდება.
ადგილობრივი ავტორიტეტული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, სამივე მოთამაშე კლუბთან თანამშრომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ბაიერნი მათ ხელფასს საგრძნობლად გაუზრდის.
გარდა ამისა, მოთამაშეების სურვილია, რომ კონტრაქტები მინიმუმ 2025-წლამდე იყოს გათვლილი.
ამ მომენტისთვის, ნოიერი ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ლევანდოვსკი კი 24 მილიონ ევროს.