ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, გერმანიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებს დაუპირიპსირდება.
მოგეხსენებათ, ბაიერნის შუახაზელი იოზუა კიმიხი ნაკრებთან ერთად არ იმყოფება, რადგან ის და მისი მეუღლე მესამე შვილს ელოდებიან - გერმანული მედია ვარაუდობდა, რომ ისრაელთან მატჩის შემდეგ, იოზუა ნაკრებში დაბრუნებას და მათ დახმარებას შეძლებდა.
ნიდერლანდებთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე აღნიშნულ საკითხზე გერმანელთა მთავარმა მწრვთნელმა, ჰანს ფლიკმა ისაუბრა:
"ჯოს დავურეკე და ყველაფერი მშვიდადაა. ბავშვი ჯერ არ დაბადებულა. მას ვუთხარი, რომ სახლში ცოლთან დარჩეს - ცხადია, მას თამაში სურს, მაგრამ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ამ მომენტში", - განაცხადა ფლიკმა.