მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმა ფიფას იმ იდეაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელწადში ერთხელ ჩატარებას გეგმავენ:
'ჩემი აზრით, ამ იდეის განხორციელებას აზრი არ აქვს. ბაიერნი ამის წინააღმდეგია! გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კმაყოფილნი არიან მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარებით.
ცხადია მესმის, რომ ეს იდეა დამატებით შემოსავალს მოიტანს და ისიც მესმის, რომ ფული პროფესიონალურ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ - არასდროს არ უნდა გავწიროთ ფეხბურთი ფინანსური ინტერესების გამო', - თქვა ჰაინერმა.