გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა იმ მიზანზე ისაუბრა, რომელიც ნაკრებში მოსვლის დღიდანვე აქვს დასახული:
'ჩვენი მიზანია გერმანიის ნაკრები იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია და სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავით - მსოფლიო მწვერვალზე.
2019 წლის ნოემბერში ვერავინ იფიქრებდა, რომ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, მაგრამ ასე მოხდა', - თქვა ფლიკმა.