მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, ამჟამინდელი შემადგენლობით ძალიან კმაყოფილია და საკმაოდ თავდაჯერებულია.
"ვფიქრობ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეები დავიმატეთ. ამჟამინდელი შემადგენლობის ნამდვილად ძალიან მჯერა და ვფიქრობ, ყველა ტურნირის მოგების შესაძლებლობა გვაქვს.
შეუძლია თუ არა "ბაიერნს" სხვა ევროპული ტოპ-კლუბების უკან ჩამოტოვება? რატომაც არა? ვერ ვხედავ ამის საწინააღმდეგო მიზეზს.
ძალიან კარგი, მაღალი კლასის, შემადგენლობა გვყავს და ვფიქრობ, რომ ევროპაში არც ისე ბევრი გუნდია, რომელიც "ბაიერნს" გაუწევს კონკურენციას", - განმარტა სალიჰამიჯიჩმა.
"რეკორდმაისტერმა" ამ ზაფხულს 6 ახალი ფეხბურთელი დაიმატა: ბენჟამენ პავარი, ლუკა ერნანდესი, მიკელ კუისანკე, ივან პერიშიჩი, იან ფეტ არპი და ფილიპე კოუტინიო.