მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ინგლისის ჩემპიონატზე ისაუბრა:
'ბუნდესლიგის კლუბებში თამაშისას, პრემიერლიგის ტოპ გუნდებს ბევრი გოლი გავუტანე. ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ახლა სათამაშოდ ინგლისში გადასვლას, რომ შემდეგ საუთჰემპტონის წინააღმდეგ რაიმე დავამტკიცო. მე ვნახე, როგორ გადავიდა კავანი საფრანგეთის ლიგა 1-დან მანჩესტერ იუნაიტედში და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა. რატომ არ წააგო კავანიმ?
მეუბნებიან, რომ ინგლისში წავიდე და რაღაცები დავამტკიცო. კავანი პრემიერლიგაში გადასვლამდეც ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ნათამაშები არ ჰქონდა და ის ყოველთვის ასეთად დარჩება, როგორც მსოფლიოს სხვა თავდამსხმელებიც.
დარჩი იქ, სადაც ბედნიერი ხარ. ჩემთვის ერთადერთი ადგილი, სადაც შენი ღირსების დამტკიცება გმართებს, არის ჩემპიონთა ლიგა, რადგან იქ შენ მხოლოდ ჩემპიონებს ეთამაშები', - თქვა ლევანდოვსკიმ.