ცნობილი გამოცემა Sport Bild-ის თანახმად, ბაიერნის ყოფილი და ამჟამად რეალ მადრიდის მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა მადრიდულ კლუბში ბაიერნის მარჯვენა გარემარბის, სერჟ გნაბრის ტრანსფერზე "მუშაობს".
წყაროს ცნობით, ავსტრალიელი მოთამაშე სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას 26 წლის გნაბრის შეძენას ურჩევს.
თავის მხრივ, თუ ბაიერნი გნაბრის ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდება, მზადაა, რომ ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს გაყიდოს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გერმანელ შემტევს ამ მომენტში წასვლა არ სურს - გნაბრის ურჩევნია, 2023 წლის ზაფხულში, უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს ახალ გუნდში.
გერმანული გამოცემების მტკიცებით, გნაბრის მიუნხენში თავისი როლი არ აკმაყოფილებს, ასევე ის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული ხელფასის ოდენობითაც უკმაყოფილოა.
ცნობისთვის, გნაბრიმ მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისური 36 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 13 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით მოახერხა.