მიუნხენის ბაიერნის ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია ...
გერმანულ კლუბს პოლონელ ფორვარდთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაუწყია, მოქმედ ხელშეკრულებას კი ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
როგორც ადგილობრივი გამოცემა Sport Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი წერს, 33 წლის ფეხბურთელის აგენტს, პინი ზაჰავის 2 გრანდთან: ბარსელონასთან და პსჟ-სთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ზემოთხსენებულ კლუბებს საკუთარი კლიენტის გადაბირებას სთავაზობს.
ცნობისთის, მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ბაიერნის მაისური 37 შეხვედრაში მოირგო და თავის გამოჩენა 45 გოლით მოახერხა.