ხვალ, ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ფრაიბურგს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს.
ბაიერნი (3-2-4-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ერნანდესი - კიმიხი, მუსიალა - გნაბრი, მიულერი, სანე, კომანი - ლევანდოვსკი.